იტვირთება...

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

არასწორად/შეცდომით შესრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: support@daxi.ge, შეგვატყობინოთ დაუსრულებელი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესახებ და მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • იურიდიული/ფიზიკური პირის სახელი, გვარი;
  • კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • ოპერაციის განხორციელების თარიღი;
  • ჩარიცხული თანხის ოდენობა;

აღნიშნული წერილის საფუძველზე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ. თანხის დაბრუნება ვერ განხორციელდება წინასწარ შეთანხმებულ თანხებსა და სერვისებზე.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“), ატარებს სამართლებრივ ძალას. თქვენ მიერ „ვეთანხმები“-ს მონიშვნა გულისხმობს, რომ გაეცანით დოკუმენტს, ეთანხმებით და ადასტურებთ მას და აცნობიერებთ, რომ თქვენს და კომპანია ,,Daxi’’_ს შორის ურთიერთობა დარეგულირდება ამ დოკუმენტის თანახმად. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს მომხმარებელთა პერსონალური და სხვა სახის ინფორმაციის დამუშავების და დაცვის წესებს.

წინამდებარე დოკუმენტსა და მომსახურების პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილ წესებს.

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები განიმარტება მომსახურების პირობების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წინამდებარე დოკუმენტიდან ან/და კონფიდენციალურობის პოლიტიკის კონტექსტიდან სხვაგვარად გამომდინარეობს. დამატებით, კონტექსტის შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ ცალკეულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მინიჭებული მნიშვნელობა.

1. ზოგადი დებულებები

1. კომპანია ,,Daxi’’ ითვალისწინებს რა პერსონალური მონაცემების და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც „მონაცემები“ ) მნიშვნელობას, იღებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველაზე მოწინავე ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კომპანია ,,Daxi’’ მუდმივად იზრუნებს, რომ უსაფრთხოების ზომები შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ტექნიკურ მიღწევებს.

2. კონფიდენციალურობა პრიორიტეტულია. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილია, თუ როგორ და რა მიზნით აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს Daxi მომხმარებლებისგან, რომლებიც სარგებლობენ კომპანია ,,Daxi-‘’ს პლატფორმით და სერვისებით.

3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების ვებ-გვერდებზე და აპლიკაციებზე, რომლითაც შესაძლოა სარგებლობდეს მომხმარებელი, მათ შორის, პლატფორმით სარგებლობის პროცესში მესამე პირ(ებ)ის სერვისების გამოყენებისას. ამა თუ იმ ბმულზე გადასვლამდე, მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მესამე პირის ვებ-გვერდის პირობებს, მათ შორის, ამგვარ ვებ-გვერდებზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან/და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტ(ებ)ს.

4. კომპანია ,,Daxi’’ იღებს და ამუშავებს: (1) მომხმარებლის მიერ კომპანია ,,Daxi’’ -სთვის მიწოდებულ მონაცემებს (2) ასევე, მონაცემებს, რომელიც მისთვის ცნობილი ხდება მომხმარებლის მიერ პლატფორმით და სერვისებით სარგებლობისას.

5. კომპანია ,,Daxi’’ მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს მანამ, სანამ მომხმარებლის ანგარიში აქტიურია, მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებისას მომხმარებლის ან/და პლატფორმით მოსარგებლე პირ(ებ)ის მონაცემები წაიშლება წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი მონაცემ(ებ)ის შენახვა საჭიროა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიზნით.

2. მონაცემების დამუშავების მიზნები

1. კომპანია ,,Daxi’’ მონაცემებს ამუშავებს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებლისათვის სერვისების მიწოდების და პლატფორმასთან დაკავშირებული პროცეს(ებ)ის ოპტიმიზაციის, გამოსწორების და გაუმჯობესების, ასევე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. ქვემოთ მოცემულია დამუშავებული მონაცემების გამოყენების ზოგიერთი მაგალითი. კომპანია ,,Daxi’’:

  • აწვდის მომხმარებელს მოთხოვნილ სერვისებს;
  • უგზავნის მომხმარებელს სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
  • ახდენს პარამეტრების, პროდუქტების ან სპეციალური ღონისძიებების მარკეტინგს ელ. ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით, უგზავნის მომხმარებელს მარკეტინგულ ინფორმაციას.
  • ამუშავებს დოკუმენტებთან დაკავშირებულ მონაცემებს, მაგალითად: საიდენთიფიკაციო კოდი, კომპანიის დასახელება, მისამართი, ელ-ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები.
  • ტესტავს ცვლილებებს სერვისებში და ნერგავს ახალ შესაძლებლობებს ან/და პროდუქტებს.
  • რეაგირებას ახდენს სერვისებთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებზე, პასუხობს ტექნიკურ კითხვებს და წყვეტს სადავო საკითხებს. ახდენს ისეთი საკითხების პრევენციას, მოკვლევას და რეაგირებას, როგორიც არის: თაღლითობა, სერვისების უნებართვო გამოყენება, მომსახურების პირობების დარღვევა, ან სხვა უკანონო ქმედებები.

3. მონაცემების მოპოვების საფუძვლები და წესი

1. კომპანია ,,Daxi’’ -ს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია მომხმარებლის ან/და ვიზიტორის თანხმობა, რომ ისარგებლოს კომპანიის სერვისებით და შესაბამისად დასამუშავებლად გადასცეს კომპანია ,,Daxi’’ -ის მონაცემები ან/და მისცეს კომპანია ,,Daxi’’ -ს მონაცემების მოპოვების/დამუშავების საშუალება.

2. მომხმარებელი ან/და ვიზიტორი სერვისებით სარგებლობით ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრულ მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, საფუძვლებს და მოცულობებს.

3. კომპანია ,,Daxi’’ -ს მიერ მონაცემების მოპოვების/მიღების გზები:

  • მონაცემები, რომელიც კომპანია ,,Daxi’’ -სთვის ცნობილი ხდება მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისებით სარგებლობის მოთხოვნის დაფიქსირებისას (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: კომპანიის დასახელება, საიდენთიფიკაციო ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტა) ასეთი მონაცემები კომპანია ,,Daxi’’ -სთვის ცნობილი ხდება მაშინ, როცა მომხმარებელი:
    • სარგებლობს კომპანია ,,Daxi’’ _ს სხვადასხვა სერვისებით.
    • უკავშირდება მომხმარებლის მხარდაჭერის სამსახურს;
    • აგზავნის მაილს support@daxi.ge
  • ამასთან, სერვისებით სარგებლობისას, მომხმარებელი სხვა ფიზიკური პირების შესახებ მონაცემებს აწვდის კომპანია ,,Daxi’’ -ს, როდესაც:
    • მოქმედ ანგარიშთან მიმართებით Daxi-ს მომსახურების საფასურის ამსახველი საგადახდო ინვოისის გაგზავნის/მიღების მიზნით ამატებს ფიზიკური/იურიდიული პირის ელ-ფოსტას, რომელზეც გაიგზავნება ინვოისი კომპანია ,,Daxi’’ -ს მხრიდან.
    • სერვისებით სარგებლობისას სატესტო დოკუმენტის გაგზავნის მიზნით საკუთარი ნებით მონაცემების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ელ.ფოსტა, სახელი, გვარი) გადაცემა კომპანია ,,Daxi’’ -სთვის.

4. დამუშავებული მონაცემების ტიპები

1. კომპანია ,,Daxi’’ -ს მიერ მიღებული და დამუშავებული მონაცემების კატეგორიები:

  • იდენტიფიკატორები: კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ.ფოსტა, მისამართი, ტელეფონის ნომერი.
  • კომერციული/ტრანზაქციული მონაცემები: ბილინგის ინფორმაცია, შესყიდული პროდუქტები ან სერვისები, საბანკო ბარათისა და საბანკო ანგარიშის მონაცემები, გადახდის საშუალებები და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
  • კომპანია ,,Daxi’’ -ს მიერ ავტომატურად მიღებული მონაცემების კატეგორიები:
    • ინფორმაცია მოწყობილობის გამოყენების და ტრანზაქციის შესახებ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: სერვისით სარგებლობისას, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი, IP მისამართი, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები, გეოლოკაცია, ფიზიკური მდებარეობა და სხვა მახასიათებლები, როგორიცაა ოპერატიული სისტემა და ბრაუზერი, გვერდზე შესვლა, გვერდიდან გასვლა და URL, პლატფორმით ან ამა თუ იმ სერვისით სარგებლობის ხანგრძლივობა, თარიღი და დრო, სარგებლობის სიხშირე, შეცდომების დაფიქსირება და სხვა მსგავსი ინფორმაცია.

5. ქუქიები / ქუქი ფაილები (Cookies)

1. მონაცემების შესანახად ან/და შესაგროვებლად კომპანია ,,Daxi’’ იყენებს ქუქი ფაილებს, რომლებიც წარმოადგენს მომხმარებლის მოწყობილობაზე გადმოწერილ, მცირე მოცულობით ინფორმაციის შემცველ ფაილებს, რომლებსაც მომხმარებლის ბრაუზერი (ქრომი, საფარი და ა.შ.) ინახავს მომხმარებლის ტექნიკურ მოწყობილობაში. დამატებით, ქუქი ფაილები წარმოადგენს ბრაუზერის მეხსიერებას კონკრეტული ვებ-გვერდის მიმართ, რომელიც ამოიცნობს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის მომენტს და ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს. ქუქი ფაილები ეხმარება მომხმარებელს, რომ ვებ-გვერდი იყოს მასზე ადაპტირებული და, ეხმარება მომხმარებელს, რომ მომხმარებელმა ყოველ ჯერზე არ განახორციელოს პარამეტრების მორგება (მაგალითად, ვებ-გვერდის ენა).

2. ქუქი ფაილები ვებ-გვერდს საშუალებას აძლევს მოერგოს მომხმარებელს. ქუქი ფაილების მეშვეობით კომპანია ,,Daxi’’ -ს ეძლევა შესაძლებლობა მიაწოდოს, დაიცვას და გააუმჯობესოს მომსახურება კონტენტის პერსონალიზების, მომხმარებელზე მორგების გზით და უსაფრთხო გამოცდილების უზრუნველსაყოფად.

3. ქუქი ფაილები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: ლოკაციის, სარეგისტრაციო, სარეკლამო, მესამე პირის და ა.შ.

4. მესამე პირის ქუქი ფაილებში ძირითადად იგულისხმება ისეთი მესამე პირები, რომლებიც ახორციელებენ ანალიტიკას (მაგალითად, Google analytics), ასეთი ქუქი ფაილები განსაზღვრავს რა სიხშირით სტუმრობს მომხმარებელი ვებ-გვერდს, თითოეული სესიის ხანგრძლივობას და ა.შ.

5. სარეგისტრაციო ან/და ანგარიშის ქუქი ფაილები იძლევა ინფორმაციას, თუ რომელმა მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია ანგარიშით ან/და სარგებლობს ანგარიშით, რა ხანგრძლივობით იყენებს ანგარიშს ან/და რა სერვისებით სარგებლობს.

6. გეოლოკაციის ქუქი ფაილები ადგენს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების ლოკაციას.

7. ბრაუზერის მიერ ქუქი ფაილების გენერირების სრულად შეზღუდვა შეუძლებელია, ამასთან, შესაძლოა ქუქი ფაილების შეზღუდვამ გავლენა მოახდინოს მომხმარებლის მიერ პლატფორმით/სერვისებით სარგებლობაზე და შეზღუდოს პლატფორმით/სერვისებით სარგებლობა.

8. მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს და ისარგებლოს ქუქი ფაილების პარამეტრებით:

  • Cookie Settings – Firefox
  • Cookie Settings – Chrome
  • Cookie Settings - Internet Explorer
  • Cookie Settings - Safari.

9. კომპანია ,,Daxi’’ ქუქი ფაილებს იყენებს შემდეგი მიზნებისთვის: დაცულობა, გვერდისა და პროდუქტის სანდოობა და რეაგირება, გვერდის ფუნქციები და მომსახურება.

6. მონაცემების გაზიარება და საერთაშორისო გადაცემა

1. მონაცემებს კომპანია ,,Daxi’’ სხვა პირებს აწვდის მხოლოდ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან/და კანონმდებლობით მოცემულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესის თანახმად.

2. კომპანია ,,Daxi’’ მონაცემებს აწვდის შემდეგ სუბიექტებს (ამასთან, აღნიშნულ პირებს მიეწოდება მხოლოდ იმ მოცულობის და იმ ტიპის მონაცემები, რომელიც საჭიროა/აუცილებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისათვის):

  • სერვის პროვაიდერები - მონაცემები გადაეცემა კომპანიებს, რომლებსაც კომპანია ,,Daxi’’ იყენებს პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისების მხარდასაჭერად. აღნიშნული კომპანიები ეწევიან მომსახურებებს, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციის შენახვა, ძიების ტექნოლოგიები, ანალიტიკა, რეკლამა, შეტყობინების გაგზავნა, იდენტიფიკაციის სისტემები, თაღლითობის გამოვლენა ან/და ტექნიკური მხარდაჭერა.
  • სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოები - კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
  • სხვა მესამე პირ(ებ)ი - მომხმარებლის მოთხოვნისამებრ, ან მისი თანხმობით, შესაძლებელია მონაცემები გაზიარებული იქნას სხვა მესამე პირ(ებ)ისათვის.

3. მონაცემები შესაძლოა, ასევე, მიეწოდოს შემდეგ სუბიექტებს შემდეგ შემთხვევებში: ერთი მომხმარებლის მიერ სხვა მომხმარებლისთვის ანგარიშზე წვდომის მიცემა, მათ შორის, მომხმარებლის ანგარიშის შინაარსის გამოყენების ან რედაქტირების უფლების მინიჭება ან/და დოკუმენტის ხელმოსაწერად გადაგზავნა, რა შემთხვევაშიც მიმღები პირისათვის ცნობილი ხდება დოკუმენტთან დაკავშირებული მონაცემები.

4. მონაცემები შესაძლოა, ასევე, გაზიარდოს სხვა სახელმწიფოში, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უზრუნველყოფის სათანადო გარანტიები.

5. იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება მონაცემთა გადაცემა ისეთ ქვეყანაში, რომელშიც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, კომპანია ,,Daxi’’ უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას. მომხმარებლის სათანადო დაცვის მიზნით, მესამე პირისათვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემამდე კომპანია ,,Daxi’’ უზრუნველყოფს შესაბამისი მესამე პირის მიერ მონაცემთა დასაცავად მიღებული შესაბამისი ორგანიზაციული ან/და ტექნიკური ზომების შემოწმებას.

7. პირდაპირი მარკეტინგი

1. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სერვისის გამოყენების პროცესში შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით თანხმობას განაცხადებს, რომ სურს მიიღოს მარკეტინგული შეთავაზებები კომპანია ,,Daxi’’ -სგან, კომპანია ,,Daxi’’ უფლებამოსილია მომხმარებლის სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტა დაამუშავოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და მომხმარებელს გაუგზავნოს მარკეტინგული შეთავაზებები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს მარკეტინგული შეტყობინებების მიღება კომპანია ,,Daxi’’ -სგან, მომხმარებელი უფლებამოსილია პლატფორმაზე ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ღილაკის "Unsubscribe" გამოყენებით ნებისმიერ დროს უარი თქვას მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. Daxi ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.

8. პასუხისმგებლობა და კომპანია ,,Daxi’’ -ს, როგორც პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, დამატებითი ვალდებულებები

1. კომპანია ,,Daxi’’ პასუხს აგებს მისთვის მიწოდებული მონაცემების დამუშავებაზე, შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე. მომხმარებელი, რომელიც აწვდის მონაცემებს კომპანია ,,Daxi’’ -ს, აცხადებს, ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ მას აქვს შესაბამისი კანონიერი საფუძველი, რომ კომპანია ,,Daxi’’-სათვის მიეწოდებინა/დაემუშავებინა მონაცემები. ამ განცხადების/დადასტურების/გარანტიის დაცვასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) თანახმად და ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებისას/პლატფორმით სარგებლობის ფარგლებში გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კომპანია ,,Daxi’’ მოქმედებს, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მომხმარებლის, როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია ,,Daxi’’ აცხადებს, რომ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს კანონითა და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესების დაცვით, მათ შორის:

  • კომპანია ,,Daxi’’ დაიცავს კანონით და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
  • კომპანია ,,Daxi’’ დაამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის საფუძველზე/ფარგლებში და ამავე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისთვის და მომხმარებლის, როგორც კანონით გათვალისწინებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის კონკრეტული წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით გამოხატული) დავალების/მითითების/ინსტრუქციის შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და არ გადასცემს მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილებას სხვა პირს მომხმარებლის წინასწარი წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით გამოხატული) თანხმობის გარეშე.
  • კომპანია ,,Daxi’’ აცხადებს, რომ მისი საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების მაღალი საფრთხე;
  • კომპანია ,,Daxi’’ იღებს ვალდებულებას პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად, აგრეთვე, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების აღსაკვეთად მიიღოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანმდევი საფრთხეების შესაბამისი გონივრულად პრაქტიკული ორგანიზაციული ან/და ტექნიკური ზომები; ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, ინციდენტი გულისხმობს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევას, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, უნებართვო გამჟღავნებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას;
  • მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, კომპანია ,,Daxi’’ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ინციდენტის კომპანია ,,Daxi’’ -ს მხრიდან დაფიქსირებიდან 24 (ოცდაოთხი) საათისა, შეატყობინებს მომხმარებელს ინციდენტის თაობაზე კომპანია ,,Daxi’’ -სთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას;
  • კომპანია ,,Daxi’’ აცხადებს, რომ მის ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში, ეკისრება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
  • კომპანია ,,Daxi’’ აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მომხმარებელთან დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და მომხმარებელს, როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს, დაუყოვნებლივ გადასცემს მის ხელთ არსებულ მონაცემებს;
  • მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის, წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს მომხმარებელსა (როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი) და კომპანია ,,Daxi’’ -ს (როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი) შორის წერილობით შეთანხმებას.

9. უსაფრთხოება

1. მონაცემების შესანახად კომპანია ,,Daxi’’ იყენებს Daxi Cloud Services (DCS), ქალაქ თბილისში განთავსებულ მონაცემთა ცენტრს.

2. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანია ,,Daxi’’-ის ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან (მათ შორის, პერსონალურ ან სხვა სახის მონაცემთა უსაფრთხოებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელიც მომხმარებლისათვის ცნობილი გახდა და შესაძლოა ახდენდეს გავლენას კომპანია ,,Daxi’’-ის სერვისებზე ან/პროდუქტებზე. ამ მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია Daxi-ს მიაწვდოს ინციდენტთან დაკავშირებული ნებისმიერი რელევანტური დეტალი, მათ შორის, ინციდენტის ხასიათი და მისი პოტენციური გავლენა კომპანია ,,Daxi’’-ის სერვისებზე ან/და მომხმარებლის ინფორმაციაზე/მონაცემ(ებ)ზე. დამატებით, მომხმარებელი ვალდებულია ითანამშრომლოს კომპანია ,,Daxi’’-თან ინციდენტის გამოძიების და გადაწყვეტის პროცესში, მიაწვდოს საჭირო ინფორმაცია და გაუწიოს შესაბამისი მხარდაჭერა კომპანია ,,Daxi’’-ის ინციდენტის გამოძიების ან/და აღმოფხვრის პროცესში. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოიყენება: info@Daxi.ge

10. მომხმარებლის უფლებები

1. მომხმარებელს ან/და მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:

  • მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მათ შორის: რა მონაცემები მუშავდება, მათი დამუშავების მიზანი და საფუძველი, მონაცემთა შეგროვების გზები/მოპოვების წყაროები, ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის განსაზღვრის კრიტერიუმის თაობაზე, ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია გაეცნოს მის შესახებ არსებულ მონაცემებს და მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების ასლის მიღება მე-12 მუხლში მითითებულ ელ-ფოსტაზე შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნით. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, Daxi კისრულობს ვალდებულებას მიაწვდოს მონაცემთა სუბიექტს აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება ან დამუშავების შეწყვეტა. (შენიშვნა: თუ მომხმარებელი მოსთხოვს კომპანია ,,Daxi’’ -ს მონაცემების მთლიან ან ნაწილობრივ წაშლას, ან მთლიანად ან ნაწილობრივ დამუშავების უფლების შეზღუდვას, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სერვისების შეფერხება ან სერვისებით სარგებლობის შეწყვეტა (იხ. მუხლი 11)). ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მომხმარებლის მიერ მონაცემთა დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის წაყენება არ ახდენს გავლენას ამგვარი მოთხოვნის წაყენებამდე განხორციელებულ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, კომპანია ,,Daxi’’ კისრულობს ვალდებულებას მოახდინოს ამგვარ მოთხოვნაზე რეაგირება (ან/და მიაწვდოს მონაცემთა სუბიექტს ინფორმაცია ამგვარ მოთხოვნასთან დაკავშირებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 11.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტი ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას, კომპანია ,,Daxi’’ ვალდებულია კანონით დადგენილი წესით აცნობოს სუბიექტის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. კომპანია ,,Daxi’’ უფლებამოსილია უარი თქვას მონაცემთა დაბლოკვის შესახებ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
  • უარი განაცხადოს მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებაზე. თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებაზე, ეს უფლებას არ ართმევს კომპანია ,,Daxi’’ -ის გამოიყენოს მომხმარებლის საკონტაქტო/საკომუნიკაციო მონაცემები მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწვდელად. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, კომპანია ,,Daxi’’ კისრულობს ვალდებულებას შეწყვიტოს მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.
  • გაიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების/განმარტების გაცემის გარეშე და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში დაუკავშირდეს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და მიმართოს სასამართლოს. მონაცემთა სუბიექტის მხრიდან გაცემული თანხმობის გახმობის შემთხვევაში კომპანია ,,Daxi’’ იმოქმედებს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წესით.
  • გამოიყენოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში დასახელებული უფლებები კომპანია ,,Daxi’’ -სთვის მე-12 მუხლში მითითებულ ელ-ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით გზით. შეტყობინება უნდა შეიცავდეს მომხმარებლის დასახელებას, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. კომპანია ,,Daxi’’ უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით. კომპანია ,,Daxi’’ უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლის იმ მოთხოვნ(ებ)ის დაკმაყოფილებაზე, რომლებიც დაუსაბუთებელია, არაგონივრულად მეორდება ან გადაჭარბებულია.

11. მონაცემების დამუშავების შეწყვეტა

1. თუ მონაცემების დამუშავების შეწყვეტის საფუძველია მომხმარებლის/მონაცემთა სუბიექტის ან საკანონმდებლო მოთხოვნა, დამუშავების შეწყვეტა ან/და მონაცემების წაშლა/განადგურება (მოთხოვნის შესაბამისად) მოხდება გონივრულად მოკლე ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვა პირების უფლებების ან/და ინტერესების შელახვა.

2. მომხმარებლის ანგარიშის დეაქტივაციის შემთხვევაში (რა შემთხვევაშიც მომხმარებელი წყვეტს კომპანიის სერვისებით სარგებლობას), ამგვარი დეაქტივაციიდან 180 (ას ოთხმოცი) დღის ვადაში კომპანია ,,Daxi’’ გაანადგურებს/წაშლის მომხმარებელთან დაკავშირებულ მონაცემებს, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 11.3-11.5 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მონაცემების უფრო მოკლე ვადაში წაშლა, რა შემთხვევაშიც, მომხმარებლის მონაცემები კომპანია ,,Daxi’’ -ს მიერ წაიშლება 11.1 მუხლით განსაზღვრულ ვადაში.

3. მონაცემთა სუბიექტის მიერ 11.1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, კომპანია ,,Daxi’’ უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უარი თქვას მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია ,,Daxi’’ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს აცნობოს ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

4. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით შესაძლებელია და დასაშვებია: საჭირო ოდენობის და მოცულობის, მომხმარებელთან დაკავშირებული მონაცემების შენახვა და დამუშავება კომპანია ,,Daxi’’ -ს მიერ გაგრძელდეს (11.1 და 11.2 პუნქტებში მითითებული ვადების მიუხედავად), თუ ამ მონაცემების შენახვა/დამუშავება ემსახურება სხვა მომხმარებლის/პირის ინტერესების დაცვას. მაგალითად, თუ მომხმარებელი ითხოვს მის შესახებ მონაცემების წაშლას და, ამასთან, აღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ინახება სხვა მომხმარებლის ანგარიშში, აღნიშნული სხვა მომხმარებლის ინტერესის დასაცავად კომპანია ,,Daxi’’ უზრუნველყოფს დოკუმენტის თანმხლები ინფორმაციის (რომელიც შეიცავს დოკუმენტთან დაკავშირებული ყველა მომხმარებლის შესახებ მონაცემებს) სრულყოფილების დაცვას/შენახვას/დამუშავებას.

5. დამატებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მომხმარებლის მონაცემების შენახვა და დამუშავება შესაძლებელია გაგრძელდეს კომპანია ,,Daxi’’ -ს მიერ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მონაცემების შენახვა საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვის, დავის გადაწყვეტის, დანაშაულის თავიდან აცილების ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიზნით.

12. დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს მომსახურების პირობებით გათვალისწინებული წესები.

2. მონაცემთა დაცვის საკითხებთან მიმართებით მომხმარებელსა და კომპანია ,,Daxi’’ -ის შორის საკომუნიკაციოდ გამოიყენება შემდეგი ელ-ფოსტა: support@daxi.ge

მიწოდების პოლიტიკა

შპს ,,დაქსი’’_ს სერვისებთან წვდომა აქტიურდება გადახდის განხორციელებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. მომხმარებლებმა უნდა შეიტანონ კონკრეტული თანხა სერვისის აქტივაციის დასაწყებად. აქტივაციის პროცესი იწყება მხოლოდ გადახდის დადასტურების შემდეგ.

გადახდის მიღების შემდეგ, მომხმარებლები მიიღებენ დამადასტურებელ ელ.წერილს გააქტიურებული სერვისების შესახებ დეტალებით. თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ გადახდასთან ან აქტივაციასთან დაკავშირებით, ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფი შეეცდება დაგეხმაროთ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში.

კომპანიის სამუშაო დღეები განისაზღვრება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სადღესასწაულო დღეების გამოკლებით. გააქტიურების ვადები ეფუძნება სამუშაო დღეებს.

სერვისის მიწოდების პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორს შემდეგ მისამართზე support@daxi.ge

წესები და პირობები

შესავალი

აღნიშნული წესები და პირობები არეგულირებს ჩვენი ბილინგისა და გადახდის სერვისების („მომსახურებები“) გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფილია შპს,,დაქსი’’_ს მიერ ჩვენს სერვისებზე წვდომით ან გამოყენებით. გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისების გამოყენებას. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს კომპანიის სერვისებს.

1.1 სერვისების გამოყენება:

წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას. ჩვენი სერვისები საშუალებას გაწვდოს ინვოისები და განახორციელოს გადახდები ინვოისში მოცემული ბმულით. ბმული გადაგამისამართებთ ბანკის სერვისების გვერდზე, სადაც შეგიძლიათ შეასრულოთ ტრანზაქცია. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის და არა მხოლოდ: ა) Daxi Enterprise-პროგრამის მომსახურება; ბ) IT მომსახურება; გ) Elmenue.ge- გამოძახების ღილაკის აქტივაცია; დ) Queue System-რიგის სისტემის მომსახურება;

1.2 პასუხისმგებლობის შეზღუდვა:

კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.

1.3 პერსონალური მონაცემები:

კომპანია ახორციელებს თქვენს მიერ, მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის შენახვას (კომპანიის დასახელება, საიდენთიფიკაციო კოდი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

1.4 გადახდები და ბილინგი:

ინვოისები იქმნება და გაიგზავნება ავტომატურად ჩვენი სერვისების გამოყენების საფუძველზე. გადახდა უნდა განხორციელდეს ინვოისში მითითებულ საბანკო მომსახურების გვერდის მეშვეობით. თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენი გადახდის ინფორმაცია იყოს ზუსტი.

1.5 ანგარიშსწორების და თანხის დაბრუნების პირობები:

მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია შემდეგი მეთოდით: მომსახურების ღირებულების გადახდა ინვოისის საფუძველზე, რომელიც გაეგზავნება მომხმარებელს ელ.ფოსტაზე ლიცენზიის ამოწურვამდე 5,3 დღით ადრე, ამოწურვისთანავე და ამოწურვის შემდეგ 1 და მე-3 დღეს. პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.

1.6 მარეგულირებელი სამართალი:

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

1.7 შეწყვეტა

კომპანია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენი წვდომა სერვისებზე ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე, იმ ქცევისთვის, რომელიც, ჩვენი აზრით, არღვევს ამ პირობებს ან საზიანოა სერვისების სხვა მომხმარებლებისთვის, ჩვენთვის ან მესამე მხარისთვის.

1.8 წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება მას სრულად. კომპანია უფლებამოსილია ამ წესებსა და პირობებში შეიტანოს ცვლილებები მომხმარებლის თანხმობის გარეშე.

ჩვენს შესახებ

კომპანია „Daxi“ დაარსდა 2015 წელს ქ. ქუთაისში. კომპანია ბაზარზე პოზიციონირებს სხვადასხვა მიმართულებით და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს.

მისია

ჩვენი მისიაა გავაძლიეროთ ბიზნესი მათ უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული უახლესი ტექნოლოგიებით. „Daxi“-ში ჩვენ ვაერთიანებთ გამოცდილებას ინოვაციებისადმი სწრაფვას, რათა მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს ჩვენი მომხმარებლებისათვის. მზად ვართ ვიყოთ ტექნოლოგიური ტენდენციების წინა პლანზე, მომხმარებლებს მივაწვდოთ ხელმისაწვდომი, ეფექტური და მოსახერხებელი ბიზნესის მართვის სისტემები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს საჭიროებების დაკმაყოფილებას.

ხედვა

ჩვენ ვისწრაფვით ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაში, დავეხმაროთ კომპანიებს თავიანთი ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და მიზნების მიღწევაში. ჩვენი ხედვაა გავაფართოვოთ წვდომა როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე, რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციას დავეხმაროთ დიჯიტალიზაციის სწრაფად და ეფექტურად დანერგვა/მართვის პროცესებში.

ღირებულებები
  • ინოვაცია: მივყვებით კრეატიულ გადაწყვეტილებებს და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად.
  • ეფექტურობა: პრიორიტეტს ვანიჭებთ დროისა და რესურსების დაზოგვას.
  • ხელმისაწვდომობა: ვხდით ტექნოლოგიას ყველასთვის ხელმისაწვდომს.
  • მომხმარებელთა წარმატება: ფოკუსირებული ვართ ჩვენი კლიენტების ზრდასა და განვითარებაზე.
  • პასუხისმგებლობა: ვიცავთ გამჭვირვალობას და ეთიკას.